|
2021-12-27 13:35:46, 702 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირმა და FAO-მ კაკლისა და ნუშის მწარმოებლებს მხარი დაუჭირა
ევროკავშირისა და FAO-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში კაკლისა და ნუშის ოცზე მეტმა მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგები EU4Business-ის პროგრამის - „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ - ფარგლებში გაიმართა. ექსპერტმა კაკლისა და ნუშის მეურნეობის მართვის საკითხებში, ფედერიკო ლოპეს ლარინაგამ კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან ფერმერებსა და აგრონომებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გააცნო. ყვარელში ჩატარებული ტრენინგები კაკლისა და ნუშის წარმოების სხვადასხვა საკითხს შეეხო მათ შორის, მეურნეობის დაპროექტებას, ნერგებისა და ჯიშების შერჩევას, გასხვლასა და მორწყვას, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებულ მართვას, მოსავლის აღებასა და მის შემდგომ დამუშავებას. ტრენინგები საქართველოს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა. „ევროკავშირისა და FAO-ს მიერ მოწვეულმა საერთაშორისო სპეციალისტმა ასოციაციის წევრებსა და ფერმერებს, რომლებიც საქართველოში შედარებით ახალ, კაკლისა და ნუშის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვს წარმოადგენენ, ფასდაუდებელი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. ტრენინგი უაღრესად ნაყოფიერი და მრავლისმომცემია“,- - განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა ლერი ტაბატაძემ. ექსპერტმა მონაწილეებს კაკლისა და ნუშის ბაღების გასხვლისა და მორწყვის სხვადასხვა მეთოდი და ტექნიკა გააცნო. ასევე, არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გაუზიარა სხვადასხვა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების მართვის შესახებ. „ბოლო პერიოდში საქართველოში ნუშისა და კაკლის მეურნეობაში უამრავი ინვესტიცია ხორციელდება. იმისათვის, რომ მოსალოდნელი შედეგები მივიღოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეურნეობის კარგი ტექნიკური ცოდნა. მისი უქონლობისა და მეურნეობის მართვის ნაკლები პრაქტიკის გამო ზოგჯერ ინვესტიციები წარუმატებელია. ევროკავშირი და FAO კვლავ მზად არიან, საქართველოში კაკლისა და ნუშის მწარმოებლებს მხარი დაუჭირონ, რათა ისინი უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ და ახალი გამოწვევებისთვის მზად იყვნენ“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, EU-FAO პროგრამის კოორდინატორმა. ევროკავშირის ინოვაციური პროექტი „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“ არის ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივა, რომელიც 2019 წელს 5 მილიონიანი ევროს ბიუჯეტით დაიწყო. პროექტის მიზანია მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებით მეწარმეობის გაღრმავება და ბიზნესის განვითარება, რათა, სტრატეგიული ინვესტიციებითა და დიასპორის ჯგუფებთან გაუმჯობესებული კავშირებით, ასევე, ბიზნესისთვის ამ სტრატეგიების ეფექტურობის დემონსტირებით, მხარი დაუჭირონ სამიზნე კლასტერებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების განვითარებასა და ოპერირებას.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)