07:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-25 12:09:59, 2113 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვნების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების ნერგებისა და ტოტების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოავლინეს.

ფიჭვის სახეობის ტოტების უკანონოდ გაკაფვისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოვლენილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში კი, მოქალაქე 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის ნერგის ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მიმდებარედ, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხე-მცენარეების ტოტები და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა.

მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ ცენტრალურ მაგისტრალზე გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს 40 ერთეული კავკასიური ნაძვი აღმოაჩნდა. სამართალდამრღვევი ტრანსპორტირებას ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდა.

ავტომობილები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც; ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურ მონიტორინგს აგრძელებენ, ხოლო უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით, გრძელდება 24 საათიანი  კონტროლი იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics