|
2021-12-24 16:44:23, 1369 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა შტაბის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომას, შტაბის წევრებთან ერთად მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდა. "შტაბის წევრებმა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ორდღიანი უამინდობის შემდეგ მუნიციპალიტეტში გამოიდარა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,5 მეტრს აღწევს. ინტენსიურად იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი, ასევე სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. ტექნიკური ჯგუფების მიერ, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08",- ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)