|
2021-12-23 14:48:57, 924 ნახვა
მსოფლიო
NATO რუსეთს მოუწოდებს, შობის წინა დღეს უკრაინის საზღვრებიდან ჯარები გაიყვანოს და რეგიონში დაძაბულობა შეამციროს
NATO რუსეთს მოუწოდებს, შობის წინა დღეს უკრაინის საზღვრებიდან ჯარები გაიყვანოს და რეგიონში დაძაბულობა შეამციროს. აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალურ მოსკოვს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის მშვიდობიანი დასვენების პერიოდი.სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა პატივი სცეს პატარა ერების სუვერენიტეტს. „დიდი ოდენობით ძალების თავმოყრა ხდება და ამ მოქმედების შეჩერების ან შენელების ნიშნები არ არის. მზად ვართ, დავსხდეთ და ვისაუბროთ კრემლთან ნატო-რუსეთის საბჭოს ეგიდით, თუმცა ძირითად პრინციპზე კომპრომისზე არ წავალთ. ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატო-ს უფლება, დაიცვას თავი და ყველა მოკავშირე. აგრეთვე ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ყველა ერის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. იდეა, რომ ისეთ დიდ ძალას, როგორიც რუსეთია, შეუძლია, გადაწყვიტოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ პატარა მეზობლებმა, არის გავლენის სფეროების ცნების ხელახალი დანერგვა. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობას ეხება „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)