|
2021-12-23 11:09:39, 851 ნახვა
საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ ვარიკოზის შესახებ?
ვარიკოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ქალების დაახლოებით 20-25% - ში გვხვდება. ვარიკოზი ვენების სანათურის გაფართოებას და მათი კედელების გათხელებას იწვევს. ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და წვა კი ამ დაავადების პირველი ნიშანებია. მას ასევე ახასიათებს ისეთი შეუმჩნეველი სიმპტომი, როგორიცაა წვივებისა და ტერფების ქავილი, რასაც სისხლძარღვებში მიმდინარე პროცესები იწვევს. ამ დროს კანი ვეღარ იკვებება შესაბამისად და შედეგად ვითარდება სიმშრალე და აქერცვლა. ვარიკოზის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Infomedical - ის სამედიცინო პორტალზე. როგორ მკურნალობენ ვარიკოზს? ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,რომ მისი გამოვლენა დროულად მოხდეს, რადგან შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაში იწყება მისი აღმოჩენა. ადამიანები ძირითადად მკურნალობის სამ მეთოდს იყენებენ. ესენია: ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპიის მეთოდი და მედიკამენტოზური თერაპია. გარდა ამისა, ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და სამკურნალო კომპრესიული ტრიკოტაჟი - ვარიკოზული წინდები.
ვარიკოზული წინდების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ამ მიმართულებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. ეს მოვლის საშუალებები ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მისი გამოყენება ეფექტურია ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც.აღსანიშნავია,რომ “ახალი ხედვა” არის შვეიცარიული პრემიუმ ბრენდის,Sigvaris-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.Sigvaris-ს აქვს 150 წლიანი გამოცდილების ისტორია და არის გლობალური ბაზრის ლიდერი კომპანია კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში.”ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ვარიკოზის კომპრესიული წინდების არჩევანი სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერი მომხმარებლის ინტერესს,რადგან მომხმარებელზე ზრუნვა კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)