04:41 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 15:30:13, 799 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილმა მხარდამჭერებს შიმშილობა აიძულა, ამით დახურა ე.წ შერიგების თემა

სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები აიძულა, რომ შიმშილობა გამოეცხადებინათ. - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი "ნაცმოძრაობის" წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფელების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის დაწყებას.

მისივე თქმით, სააკაშვილი საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობით სპეკულირებს.

"სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები აიძულა, რომ შიმშილობა გამოეცხადებინათ. ამით მან თავად დახურა ე.წ შერიგების თემა, რომელიც თითქოს მან თავად წამოიწყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ფარისევლობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობით სპეკულირებს, საკუთარ თავისუფლებას საპირწონედ აყენებს საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - ამბობს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics