|
2021-12-22 11:15:13, 869 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკში“ კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ციფრული სერვისების დახვეწას განაგრძობს. სწრაფად განვითარებად ბიზნეს გარემოში, სადაც გაციფრულება ერთგვარი პასუხია კომპანიების მზარდ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებზე, ბანკმა ბიზნესს მორიგი განახლება შესთავაზა - https://bonline.ge-იდან და ბიზნეს მობილბანკიდან, კომპანიის ონლაინ ანგარიშის გახსნა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ გახდეთ ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, მხოლოდ პირადი ნომრის, ორგანიზაციის დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებაა საჭირო. ანგარიშის გახსნის განაცხადის შევსების შემდეგ კი, აირჩევთ სასურველ პროდუქტებსა და სერვისებს, რომელიც ანგარიშის გახსნასთან ერთად, ავტომატურად გაგიაქტიურდებათ. ეს ყველაფერი კი ფილიალში მისვლის გარეშე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში ბიზნეს პაკეტით სარგებლობა უფასოდ იქნება შესაძლებელი. ეს პაკეტი ბიზნესის სამართავად საჭირო ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორიცაა: ბიზნეს ბარათი, ბიზნეს ინტერნეტბანკი, შეტყობინების სერვისი და მულტისავალუტო ანგარიში. „მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს დახვეწოს და განავითაროს ციფრული პროდუქტები და სერვისები. ბიზნეს მობილბანკისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება ფილიალში მისვლა და უმოკლეს დროში შეუძლია გახსნას კომპანიის ანგარიში. დღეს ციფრული პროდუქტები და სერვისები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაში და სამომავლო წარმატებაში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებელს, რათა მათ მეტი დრო და შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ. დეტალურად, თუ როგორ გახსნათ კომპანიის ანგარიში ონლაინ, იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=2852mV-jdvI
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)