2021-12-22 10:05:43, 1411 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება.
დაესწრება თუ არა სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმზე ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,