|
2021-12-21 16:16:29, 516 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბიზნეს ქეისების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია
საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმატებით დასრულდა. კონკურსის მიზანს ჰარვარდის რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება წარმოადგენდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი 100-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დასკვნით ეტაპზე კი, 7 ფინალისტ გუნდს შორის 3 გამარჯვებული გმოვლინდა. პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, “Tenerequerte“-მ დაიკავა, მეორე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა „Goal Diggers“, ხოლო მესამე ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდ "Strategists“-ს ხვდა წილად. გამარჯვებულებს 11,000, 6,000 და 3,000 ლარის მოცულობის ფულადი პრიზები გადაეცათ. გარდა ამისა, პროექტის ორგანიზატორების რჩეულ გუნდს, "Omega”-ს, ჩართულობის და შრომის დასაფასებლად Producers’ Award გადაეცემა. კონკურსის თითოეულ ეტაპზე გუნდებმა ჰარვარდის ბიზნეს ქეისებზე იმუშავეს და პრეზენტაციების საფუძველზე, ჟიურის მიერ შეფასდნენ. ჟიურის წევრებს შორის კი მაღალი საფეხურის მენეჯერები იყვნენ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა: Amazon, PWC, EBRD, Grant Thornton, Business & Finance Consulting, GmbH, Caucasus Road Project, Galt & Taggart, Europe Foundation, European Business Association Georgia და სხვა. "საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაა. მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ერთ- ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური კონკურსის განხორციელებაში, რომელიც მონაწილეებს როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ასევე რეალურ ქეისებზე დაყრდნობით პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. გვინდა მივულოცოთ გამარჯვებულებს და ვუსურვოთ წარმატება მომავალ საქმიანობაში. ჩვენ აქ არ ვჩერდებით; TBSC Consulting-თან ერთად, წინ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ სტიმული, არ გაჩერდნენ და გააგრძელონ განვითარება". – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა. "საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით განხორციელდა.
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)