2021-12-21 15:19:08, 452 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე კი, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში განახლდება
ავტორი: ექსპრესნიუსი,