2021-12-20 12:45:14, 507 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე მათ არაერთ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო.
„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ და, ბუნებრივია, მათ შორის იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ და მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს, მისი თაოსნობით იწყება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,