13:36 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 12:12:43, 1026 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, საქონლით ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების დინამიკამ ძლიერი ზრდის ტემპი გამოავლინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმპორტის 2019 წელთან შედარებით მატების ტენდენციაზე დაბრუნება. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს,  2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული, აღდგენის ნელი ტემპი ნოემბერშიც გაგრძელდა და აშშ დოლარში გამოხატვით, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემოსავლებმა 55.0% შეადგინა. ჯამურ შემოდინებებთან შედარებით, ნოემბერში უფრო ძლიერი იმპორტის გამო, წმინდა შემოდინებები გაუარესდა, თუმცა, ამავე პერიოდში ლარში ინვესტირება გაიზარდა.
 
ლარის მიმართ პოზიტიური განწყობების მიუხედავად, გასული კვირის განმავლობაში, თურქული ლირის მორიგი გაუფასურება ლარის შესაძლო კორექტირებაზე დამატებით კითხვებს აჩენს. თუმცა, სხვა არგუმენტებთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თურქული ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება ისტორიულად გამოირჩევა როგორც იდიოსინკრატული, მხოლოდ თურქეთთან დაკავშირებული შოკი. ეს შესაბამის გრაფიკზეა ილუსტრირებული, სადაც შედარებულია ლარის საშუალო გაცვლითი კურსის გადახრა პერიოდის საშუალოდან, თურქული ლირის ჩათვლითა და მისი გამორიცხვით.
 
ასევე, გასულ კვირას, საქსტატმა 2021 წლის მესამე კვარტალის საშუალო თვიური ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. მართალია, ნომინალურად ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ორნიშნა ინფლაციის გათვალისწინებით, რეალურ გამოხატულებაში შემცირება დაფიქსირდა. ამასთან, პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი ამავე პერიოდში გაიზარდა, თუმცა მატება ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო, რაც თანხვედრაშია ინფლაციის ნორმალიზების "თიბისი" კაპიტალის პროგნოზთან.

„თიბისის მთავარი ეკონომისტის“ 20 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics