07:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 10:59:09, 1209 ნახვა

მსოფლიო
სიტყვის თავისუფლების დასაცავად პოლონეთის 100 ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა

სიტყვის თავისუფლების დასაცავად პოლონეთში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა, მათმა მონაწილეებმა ქვეყნის თითქმის 100 ქალაქში მოუწოდეს პრეზიდენტს, ვეტო დადო მედიის შესახებ ახალ კანონპროექტს, რომელსაც საზოგადოების ნაწილი არადემოკრატიულად მიიჩნევს. კანონი პარლამენტმა გასულ პარასკევს დაამტკიცა და ახლა ხელმოსაწერად გაეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს.

კანონპროექტი ამკაცრებს წესებს უცხოური მედიის მფლობელობის შესახებ, რომელიც მიმართულია ოპოზიციურ არხ TVN-ის წინააღმდეგ, ოპოზიციური ტელეკომპანია ეკუთვნის American Discovery Group-ს.

უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა, პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ოპოზიცია პოპულისტურ ხელისუფლებას დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს - კერძოდ, სასამართლოებზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებასა და დემოკრატიული მედიის ბაზრიდან გაყვანაში.

ოფიციალური ვარშავა კი დაჟინებით მოითხოვს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვას, ხელისუფლების აზრით, არაევროპელები ფრთხილად უნდა დაუშვან საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ბერკეტებზე.

2015 წლიდან პოლონეთი პრესის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგში მე-18-დან 62-ე ადგილზე დაეცა, ნიგერიისა და ჩილეს ჩამორჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics