|
2021-12-18 16:25:55, 683 ნახვა
ეკონომიკა
2021 წელს, საქართველოდან კატარის სახელმწიფოში თაფლის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 255%-ით გაიზარდა
კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და კომპანია Spar-ს შორის თანამშრომლობის შედეგად, დოჰას ერთ-ერთი უმსხვილეს სავაჭრო მოლში (Tawar Mall) განთავსებულ Spar-ის სუპერმარკეტების ქსელში ქართული თაფლისთვის განკუთვნილი სპეციალური კუთხე გაიხსნა. ქართული თაფლის სპეციალური კუთხე კატარში არსებულ Spar-ის სუპერმარკეტების ქსელის ყველა ობიექტში იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მაღალი ხარისხის ნატურალური ქართული თაფლი შეიძინოს. ქართული თაფლი ასევე ხელმისაწვდომია კატარში მოქმედ ისეთ მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებში, როგორებიცაა LULU, Family Food Center. კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და Mercy Corps, Alliances Caucasus Programme (ALCP)-ის თანამშრომლობით, კატარის სახელმწიფოში პირველად განხორციელდა საქართველოში ტრადიციული მეთოდებით წარმოებული ველური თაფლის - ჯარას ექსპორტიც. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კატარისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ დამტკიცდა „ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან კატარის სახელმწიფოში თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ექსპორტისათვის“, რამაც ქართველ მწარმოებლებს გაუმარტივა საქართველოში წარმოებული თაფლის ექსპორტი კატარის სახელმწიფოში და ხელი შეუწყო თაფლის ექსპორტის ზრდას საქართველოდან. შესაბამისად, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, კატარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 350%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელს ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 255% შეადგინა.
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)