06:17 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 14:29:52, 623 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია ზურაბიშვილის ინიციატივაზე - სიტყვებით არა, ქმედებებით უნდა ვიმსჯელოთ

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ  საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ხელისფულების ქმედებებით და არა უბრალოდ სიტყვებით.

მისივე თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი“ ხშირად ახდენდა სიმულაციებს, რათა მათ გარეთ თუ რაიმე თავისტკივილი ჰქონდათ, ამისთვის „რაღაც დეკორატიული ნაბიჯებით“ მიეხედათ.

„სიტყვებით არ უნდა ვიმსჯელოთ, უნდა ვიმსჯელოთ ქმედებებით. ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ წინაპირობები ოპტიმიზმისთვის არ გვაქვს. თუ აღმოჩნდება რომ ეს ასე არ არის და აღმოჩნდება, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს ამ ვისაც გააჩნია მაინც ნაწილი ძალაუფლების მზად არის არა თუ იმოქმედოს არამედ შეაჩეროს ის კატასტროფული კურსი, რაც აქვს ივანიშვილისა და მის გარემოცვას, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში მხოლოდ მოხარული ვიქნებით. წინააღმდეგები არ ვართ დისკუსიის, მათ შორის მწარე პოლიტიკურ ოპონენტთან, ვისაც მტრად მიაჩნიხარ, ოღონდ არ ვაპირებ მონაწილეობას რაღაც სიმულაციებში, იმიტომ რომ უცნაური მიმდევრობაა, ჯერ უცხოეთში ფორუმზე ამის გამოცხადება, მერე რაღაც ცერემონიის დაგეგმვა და მერე ფიქრი იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს პროცესი, პირიქით უნდა ყოფილიყო, ეს უფრო ნორმალური იქნებოდა. მოლოდინი თავისუფალი სამყაროსი თუ შენ მისი წევრობა გინდა და ქართულ საზოგადოებას ეს სურს, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმს არ სურს ეს სამწუხაროდ, არის ის რომ თავისუფალი იქნება სასამართლო, არ იქნება ძალადობა, პოლიტიკური დევნა, იქნება კანონის უზენაესობა, ეს არის დაკვეთა. ივანიშვილის რეჟიმი ხშირად ახდენდა ხოლმე სიმულაციებს იმისთვის, რომ თუ რამე თავისტკივილი აქვს გარეთ, ამას რაღაცნაირად მიხედოს, ყოველი შემთხვევისთვის რაღაც დეკორატიული ნაბიჯები გადადგას და ამაში მონაწილეობა გვაშორებს პირიქით ამოცანას არა თუ გვაახლოვებს, ამიტომ როცა მესმის განცხადება, რაც ტრივიალური ჭეშმარიტებაა, რომ ყველა შანსი უნდა გამოიყენო თუ არის, რა თქმა უნდა, ეს ასეა, ოღონდ თუ აშკარაა ან არ არსებობს არანაირი წინაპირობა და ყველანაირი წინაპირობაა, რომ ეს სიმულაცია ან დეკორაცია იყოს, მაშინ ამაში მონაწილეობა პირიქით გაშორებს ამოცანას“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics