|
2021-12-17 13:56:10, 988 ნახვა
რეგიონი
მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს
თაგო, უჩხო, კაპნისთავი, ჩხუტუნეთი - იმ 10 სოფელს შორისაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი, რომელშიც გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებია ჩართული, თითოეულ სოფელში ძირითადი ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების გამოკვეთას, განვითარებასა და ტურისტებისთვის შეთავაზების მომზადებას ითვალისწინებს. ის გარდა არსებული ტურისტული სერვისების გამრავალფეროვნებისა, სააგენტოებს, გიდებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს შორის ურთიერთანამშრომლობას უწყობს ხელს. „სოფლად არსებული ტურისტული პროდუქტების ფორმირების პროცესს წინ უძღოდა ტურისტული პოტენციალის კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში კვლევები და ტრენინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. მონაწილეებს სერტიფიკატები, მყარ დისკზე ჩაწერილი სატრენინგო მასალები და სოფლის ტურისტული პროდუქტების ამსახველი სარეკლამო ბუკლეტები გადაეცათ", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)