|
2021-12-17 09:39:50, 1062 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა“ - სატრანსპორტო მიმართულებით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისთვის კომპანია Future Laboratory-მ მასშტაბური პროექტი დაიწყო
სატრანსპორტო მიმართულებით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისთვის კომპანია Future Laboratory-მ მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროგრამა საავტომობილო ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს გააერთიანებს და მისცემს შანსს საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად აქციონ. პროექტის ფარგლებში ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა 3-თვიან სააქსელერაციო პროგრამაში. ამისათვის მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ სურვილი განავითარონ პროექტები ჭკვიანი და ეკოლოგიური ტრანსპორტის, სატრანსპორტო უსაფრთხოების, გადაზიდვების, ერთობლივი გამოყენების ტრანსპორტის, დრონების და სხვა მსგავსი მიმართულებით. „სტარტაპ აქსელერაციის პროექტისთვის ავტო მიმართულება ახალია, თუმცა ეს სფერო საკმაოდ ინოვატორულია. ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი სტარტაპი ფუნქციონირებს და ვიმედოვნებ, რომ დაინტერესება მაღალი იქნება. ეს პროექტი რეალურად არის შანსი სტარტაპებისთვის, რომ საკუთარი იდეა აქციონ რეალობად და დაიწყონ საოცნებო ბიზნესი,“ - ირაკლი ქაშიბაძე, "Future Laboratory"-ს დამფუძნებელი. აქსელერაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შერჩეული სტარტაპები პროტოტიპის შესაქმნელად 5000 ლარიან ინვესტიციას მიიღებენ. გამარჯვებული სტარტაპებისთვის საპრიზო ფონდი 200 000 ლარია. პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამის პარტნიორი და გენერალური სპონსორი ავტოინდუსტრიის ლიდერი „თეგეტა ჯგუფია“. პროგრამის ფარგლებში სტარტაპებს შეეძლებათ ისარგებლონ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს „ფაბლაბის“ ინფრასტრუქტურით. სტარტაპებს ექნებათ „თეგეტა ჯგუფის“ სპეციალისტებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და წვდომა გარკვეულ ტექნიკურ და საზომ აპარატურასთან. დამატებით ისინი შეძლებენ საექსპერტო რჩევები მიიღონ საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორებისგან და დარგის სპეციალისტებისგან.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)