13:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 13:59:34, 569 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - „მინისტრის საათის“ ფორმატში ძირითად აქცენტს პრობლემებზე გავაკეთებ

„პატივი მაქვს, დღეს გამოვიდე პარლამენტის წინაშე და მოვახსენო იმ ძირითადი შედეგების შესახებ, რაც 2021 წელს ეკონომიკაში გვაქვს. ასევე აუცილებლად ვისაუბრებ იმ მძიმე პრობლემებზე, რომლებიც მოიტანა პანდემიამ და რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას - როგორიცაა ფასების ზრდა და ინფლაცია, სიღარიბესთან ბრძოლის აუცილებლობა, მეტი დასაქმება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დღეს დაგეგმილი „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლის წინ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინტერესო გეგმები, პროექტები  და პროგრამები აქვს, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და რომლებიც ახლო მომავალში ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  მთავრობის ეკონომიკურ გუნდში არსებობს იმის მყარი ხედვა და მოლოდინი, რომ ინფლაცია, ფასების ზრდა  როგორც მოკლევადიან პერიოდში, ასევე ერთი წლის განმავლობაში დავა იმ მიზნობრივ ნიშნულამდე, რაც მას  მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ახასიათებდა.

„მინდა ვთქვა, რომ დღეს გარკვეულწილად უპირატეს მდგომარეობაში ვარ ბევრ ჩემს კოლეგასთან შედარებით, რადგან წლის ბოლოს მომიწია პარლამენტის წინაშე გამოსვლა და ეს ერთგვარი ანგარიში და წლის შეჯამება იქნება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს - მაღალი ეკონომიკური გამოცოცხლება და აღდგენა, ექსპორტის ზრდა და ა.შ. ძირითადი აქცენტი, მინდა, პრობლემებზე გავაკეთო, რადგან არცერთი მიღწევა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, ნამდვილად არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ პრობლემებს, ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა მიმართულებით გვექნება სამუშაო მომავალ პერიოდში. იმედი მაქვს, რომ დღეს კონსტრუქციული, თუნდაც კრიტიკული მსჯელობა შედგება და საბოლოო ჯამში, ის მიმართული იქნება იქითკენ, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics