|
2021-12-16 11:36:10, 1088 ნახვა
რეგიონი
სოფელ მუშევანში, სოფლამდე მისასვლელი გზის მოწყობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ინფრატსრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. სოფელ მუშევანში, სოფლამდე მისასვლელი ბეტონის გზის მოწყობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 426 000 ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, 900 გრძივი მეტრის ბეტონის გზის მოწყობის პროექტს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრატსრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. „სოფელ მუშევანში სოფლამდე მისასვლელი გზის მოწყობის მესამე ეტაპი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დაზიანებულ გზაზე მოძრაობა ჩვენს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, ამიტომ გავითვალისწინეთ მათი ინტერესები და ეტაპობრივად ვახდენთ სოფლამდე მისასვლელი გზის მოწყობას. ამ სამუშაოებისთვის 426 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)