|
2021-12-15 16:01:31, 553 ნახვა
ეკონომიკა
2022 წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, 557 მილიონი ლარია გამოყოფილი
მომავალ წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, გამოყოფილია 557 მილიონი ლარი. მათ შორის: • სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გამოყოფილია 262 მილიონი ლარი, საიდანაც: • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში გაცემული სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე მიიმართება 121 მილიონი ლარი; • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს 18 მილიონ ლარს; • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია 45 მილიონი ლარი; • მრავალწლოვანი კულტურების გაშენების თანადაფინანსებაზე მიიმართება 27 მილიონი ლარი; • აგროდაზღვევის დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 12 მილიონი ლარი; • სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დაფინანსება შეადგენს 39 მილიონ ლარს; • ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე მიიმართება 270 მილიონი ლარი, მათ შორის: • სესხის სუბსიდირება და საგრანტო თანადაფინანსება - 118 მილიონი ლარი; • საკრედიტო-საგარანტიო სქემა - 120 მილიონი ლარი; • მცირე გრანტები და სხვა პროგრამები - 32 მლნ ლარი; • ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობის კუთხით, გამოყოფილია 29 მილიონი ლარი, რომელიც მიიმართება, როგორც საგრანტო დაფინანსებისთვის, ასევე IT სპეციალისტების გადამზადებაში. აღნიშნულის თაობაზე ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)