07:22 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 14:34:10, 1005 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, სერფუხოვის სამრევლო გიმნაზიასთან აფეთქება მოხდა - შსს-ში აცხადებენ, რომ ის 18 წლის კურსდამთავრებულმა მოაწყო

რუსეთში, სერპუხოვის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აფეთქება სამრევლო მართლმადიდებლური გიმნაზიის შესასვლელთან მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქება გიზმნაზიის 18 წლის კურსდამთავრებულმა მოაწყო.

რუსული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, გიმნაზიაზე თავდამსხმელი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, რუსულ მედიასთან პორტალ OKA.FM-ის მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი სტაროვეროვმა ისაუბრა. სტაროვეროვმა განაცხადა, რომ აფეთქება მოხდა დილის რვა საათზე, გაკვეთილების დაწყებამდე, ლოცვის დროს, რომელიც გიმნაზიის ფოიეში გაიმართა. 

„ის ვერ შევიდა დარბაზში, სადაც ლოცულობდნენ და კარს მიღმა აფეთქება მოახდინა. გიმნაზიაში მითხრეს, რომ ნამსხრევებით 15 წლის მოზარდი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე ბავშვი ნაკლებად დაშავდა. შენობა შემოსაზღვრულია, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მასწავლებლებს ჯერ არ დაუსახელებიათ თავდამსხმელის ვინაობა“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics