|
2021-12-13 14:22:20, 1188 ნახვა
მსოფლიო
JPMorgan-ის პროგნოზით, 2022 წელს პანდემია დასრულდება და გლობალური ეკონომიკა სრულად აღდგება
ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს ბანკში, JPMorgan-ში პროგნოზირებენ, რომ 2022 წელი პანდემიის დასასრულსა და გლობალური ეკონომიკის აღდგენას გამოიწვევს. „ჩვენი შეხედულებაა,რომ 2022 წელი იქნება სრული გლობალური აღდგენის წელი, გლობალური პანდემიის დასასრული და ნორმალურ პირობებში დაბრუნების წელი, როგორიც გვქონდა პანდემიამდე“, - განაცხადა JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარმა ანალიტიკოსმა, მარკო კოლანოვიჩმა. ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს ბანკში იმედოვნებენ, რომ ჯანდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი ეკონომიკის „ძლიერ“ აღდგენას გამოიწევევს, რაც მათივე თქმით, გლობალური მობილობის აღდგენით აღინიშნება. JPMorgan საფონდო ბირჟის მუდმივ ზრდას პროგნოზირებს, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით. ამერიკის უმსხვილესი 500 კომპანიის აქციების ფასი, სავარაუდოდ, 8%-ით გაიზრდება და S&P 500-ის ღირებულება 2022 წლის ბოლოს 5 000 დოლარს გადააჭარბებს. აშშ-ის უმსხვილეს ბანკში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად აქცინების არსებობისა და ბუნებრივი იმუნიტეტისა, „ადამიანური ზარალი“ 2021 წელს უფრო დიდი იყო, ვიდრე გასულ წელს. თუმცა, ამასთანავე განმარტავენ, რომ წინ არის დაბრკოლებები. JPMorgan-ის მიერ გამოვლენილ რისკებში ერთ-ერთი ადგილს ევროპაა და აზიაში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა იკავებს, რაც მაღალი ინფლაციის ირგვლივ გაურკვევლობაში გამოიხატება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)