03:23 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-12 12:05:54, 1233 ნახვა

რეგიონი
ტრენინგი ექიმებისთვის - ,,კოვიდ-19-ის დიაგნოზის მქონე ბინაზე მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით და ჯანდაცვის სამინისტროს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ეგიდით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის აჭარის რეგიონის ბრიგადების ექიმებისთვის, ორდღიანი ტრენინგი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს.

ტრენინგის თემატიკა - ,,კოვიდ-19-ის დიაგნოზის მქონე ბინაზე მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს” ეხება, რომელიც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა.

უწყების ცნობით, მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულებით ხელმძღვანელი, გვანცა გასვიანი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე.

,,ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ტრენინგები, ეს ხელს შეუწყობს როგორც ჰოსპიტლების განტვირთვას, ასევე დაეხმარება ოჯახის ექიმებს ბინაზე მართონ პაციენტები“ - აღნიშნა სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულებით ხელმძღვანელმა, გვანცა გასვიანმა.

,,ექიმებთან ერთად გავიარეთ ყველა ის საკითხი, რაც მუშაო პროცესს თან ახლავს. ტრენინგზე მიიღეს უფრო მეტი ინფორმაცია, რაც მომდევნო პერიოდში გამოადგებათ და დაეხმარებათ პაციენტების ბინაზე მართვაში თუ შემდგომი რეფერირების განხორციელებაში“, - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics