|
2021-12-11 10:12:43, 1116 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას არ გააგრძელებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა იმის შესახებ, რომ მოსკოვი უკრაინაში ტერიტორიების ესკალაციას არ აპირებს. - ამის შესახებ პრეზიდენტმა უკრაინულ ტელეკომპანია "1+1"-თან ინტერვიუში განაცხადა. "შეტყობინება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტისგან მივიღე არის, რომ რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ ის ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ესკალაციის გაგრძელებას არ აპირებს. მგონია, ეს შესაძლებელია თუმცა, არასაბოლოო, რაც მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 9 დეკემბერს შედგა, სადაც უკრაინის საკითხი იყო განხილული. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, აღნიშნა შეხვედრაზე კომპრომისებზე საუარი არ ყოფილა. "არანაირ კომპრომისებზე არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-ს მეშვეობით, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების კიდევ ერთი პლატფორმა გამოგვიჩნდეს". - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)