|
2021-12-10 16:21:25, 649 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან
საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან“ პარტნიორობას წარმატებით აგრძელებს. თანამშრომლობის ფარგლებში, 12 დეკემბერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. „ნაკადულის“ ოთხ ნომინაციაზე წარდგენილია 2020 წელს გამოცემული 13 წიგნი, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს, საუკეთესო პროზაული, პოეტური, ილუსტრირებული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნის ნომინაციებში გამოავლენენ. გასული წლის საუკეთესო წიგნებს სპეციალურად შერჩეული ჟიური დაასახელებს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული პრიზსა და 2500 ლარიან ფულად პრემიას მიიღებს. სპეციალურად საბავშვო წიგნის ფესტივალსა და „ნაკადულის“ დაჯილდოებაზე დასასწრებად, თბილისს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საბავშვო წიგნისა და ილუსტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰენდრიკ ჰელიგე ეწვევა. პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება. თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 12 დეკემბერს გაიმართება. თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. ფესტივალზე მისულ სტუმრებს საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე სპეციალური ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წიგნების გარდა, შესაძლებელი იქნება სათამაშოებისა და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენაც. ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული და საინტერესო აქტივობები ელით. როგორიცაა: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა, კონცერტი და სხვა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)