|
2021-12-09 11:53:06, 401 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალ შემადგენლობას ავალებს, მოქალაქეებთან ყოველკვირეული კომუნიკაცია იქონიონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გამგეობებში მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს უნდა გაიმართოს და მათ პრობლემებს მოუსმინონ. „ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის წევრებს ჰქონდეთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა-თანადგომა და იცოდეთ, რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შეიძლება ბევრისთვის მერობა, დედაქალაქის მთავრობის წევრობა გარკვეული თანამდებობა იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თქვენც ეს ძალიან კარგად გაქვთ გათავისებული, ეს არის თბილისელების მსახურება. ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენთვის ყველაზე მთავარია საქმე და იმ პრობლემებს, რომელიც ქალაქში არსებობს, ღირსეული პასუხი და რეაგირება სჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მთავრობის წევრებს სთხოვა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთხოვნა კანონს ეწინააღმდეგება, ეს ყველაფერი მოქალაქეებს აუხსნან.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოქალაქეთა ჩართულობა იმ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. მოქალაქეების მოსმენა, თუ ვის რა უჭირს, რა თანადგომაა საჭირო. ამიტომ, გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში ორი დღე - ხუთშაბათი-პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ მათ. კარგად მესმის, რომ რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ როცა რაღაცას ვერ ვუკეთებთ ან რაღაც შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და იცოდეს, რატომ ვერ სრულდება კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც მას აქვს და რატომ ვერ კეთდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს იწარმოებს დედაქალაქის მერიაშიც.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)