|
2021-12-09 11:40:50, 405 ნახვა
პოლიტიკა
დედაქალაქის ახალი მთავრობა მუშაობას ოფიციალურად შეუდგა
მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ დღეს პირველი სხდომა გამართა და მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა, რადგან მის გუნდს ქალაქის მართვის მანდატი კიდევ ერთხელ მიანიჭა. „მოგეხსენებათ, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ დედაქალაქის მართვის ახალ, ოთხწლიან პერიოდს. რაც შეეხება განვლილ ოთხს წელს, 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, ამ ქალაქისთვის გვემსახურა. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ახალი რეფორმები, ახალი წამოწყებები, სიახლეები, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რომელთაც, რა თქმა უნდა, მოგვარება სჭირდება. პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თბილისის მოსახლეობამ მეორედ მომანიჭა მანდატი, რომ ვემსახურო თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. დღეს, თქვენი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან ჩემდამი გამოვლენილ ნდობასა და დაკისრებულ პასუხისმგებლობას თითოეულ თქვენგანს გიზიარებთ. შესაბამისად, დედაქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული თითოეული სასიკეთო საქმე იქნება წახალისებული. პირობას ვდებ, ჩემს გვერდით დგომას თითოეული თქვენგანი იგრძნობთ საქმით“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ისეთი პროექტები განახორციელოს, რომლითაც ყველა იამაყებს. „ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ იმ მოქალაქეებს, ვისაც გარკვეული პრობლემები და საჭიროებები აქვს. მჯერა, რომ ერთად შეგვიძლია გავამართლოთ თითოეული ის იმედი, რომელიც ჩვენდამი საზოგადოებაში არსებობს და შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავეცით. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ოთხი წელი ქალაქის მართვისთვის სწორად გამოვიყენოთ და ისეთი პროექტები განვახორციელოთ, რომლითაც ყველა იამაყებს. ძალიან დიდი შემართებით უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქს და ვაჩვენოთ, რომ ვართ ის გუნდი, რომელსაც რეალურად შეუძლია ამ ქალაქის განვითარებაში შეიტანოს წვლილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)