|
2021-12-08 18:15:56, 1519 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეოს მინისტრი - პუტინმა მტკიცე სიგნალები მიიღო, უკრაინის საზღვრებთან და ესკალაციასთან დაკავშირებით
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებმა, რუსეთის მხრიდან დეესკალაციის ამოქმედება შესაძლებელი გახადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, კულება დარწმუნებულია, რომ „პუტინმა ძალიან მკაფიო და მტკიცე სიგნალები მიიღო, უკრაინის საზღვრებთან და რეგიონში მდგომარეობის ესკალაციასთან დაკავშირებით“. „აღნიშნული კონტაქტი, თავისთავად მოქმედებს, როგორც შეკავება და დეესკალაცია. ჩვენ ვაფასებთ, მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას აშშ-ის მხრიდან, რომლის მიზანსაც რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება წარმოადგენს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. მისივე თქმით, ხუთშაბათს ჩანიშნული მოლაპარაკებები, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შესაძლებლობას მისცემს, როგორც რუსეთის შეკავების შემდგომი ნაბიჯები, ასევე, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის ოთხმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების გზები განიხილონ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)