10:36 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 16:43:06, 443 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციას: იმედია, ოდესმე მიხვდებით, რამხელა შანსი გაუშვით ხელიდან თქვენი ქალაქის ინტერესებისთვის გემსახურათ

მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო,  მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის მცდელობების მიუხედავად, თბილისის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობის წლები იყოს.

„თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ტყუილი, ყველა დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, მოაწყობთ რევოლუციას და თქვენს ლიდერ მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ ციხიდან. ეს თქვენი საქმეა, რომლისგანაც გარწმუნებთ არაფერი გამოვა, როგორც არ გამოვიდა გასული რვა წლის მანძილზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ საქმის კეთებას, თბილისის და თბილისელების უკეთესი მომავლის შენებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ოღონდ თქვენი მონაწილეობის გარეშე. თქვენ კი, ისეთივე ცხვირჩამოშვებულები, იმედგაცრუებულები და ძალაგამოცლილები დარჩებით, როგორიც გასული ოთხი წლის მანძილზე იყავით. თქვენი მოქმედების ერთადერთი ფორმულა და ალგორითმი არის -  რაც უფრო ცუდად იქნება ყველაფერი, მით უკეთესი თქვენთვის. მინდა გული დაგწყვიტოთ და გითხრათ, არაფერი ცუდად არ იქნება, მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობისა და განვითარების წლები იქნება.

აბსოლუტურად ყველა მიმართულებით  გაუმჯობესდება ვითარება, ყველა დაპირებულ პროექტს განვახორციელებთ და არ მოგცემთ საშუალებას, ჩვენს და თქვენს შვილებს მომავალი დაუნგრიოთ, ეს უბრალოდ არ მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკუთარ ვიდეომიმართვაში დედაქალაქის მერმა თანაგუნდელებს თბილისელებზე ზრუნვასა და საქმეზე ორიენტაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენ თბილისის აღმშენებლობის ახალ ისტორიას დავწერთ. ჩემს თანაგუნდელებს მოგიწოდებთ, არცერთი დღე, არცერთი წამი არ დაკარგოთ უსაგნო კამათისთვის, სრულად ორიენტირდით საქმეზე, თბილისის და თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. უფრო მეტად მწვანე, უფრო ჯანსაღი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა თბილისის და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ! ადამიანურად გპირდებით, ისეთ პროექტებს გავაკეთებთ, ყველა იამაყებს და ოთხი წლის შემდეგ ერთმანეთის თვალებში ჩახედვის არ შეგვრცხვება.

ბოლოს კი გეტყვით, დღეს ყველაზე მეტად რაც გვაკლია სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. გვიყვარდეს ერთმანეთი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics