2021-12-08 15:25:50, 881 ნახვა
სამართალი
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს დარჩა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“–ის საქმეზე ტელეკომპანიის დაფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ტელევიზია კვლავ ამჟამინდელი მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა.
„რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს. ისინი კომპანიის კუთვნილი წილების დაბრუნებას ითხოვდნენ.
მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“–ს ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,