|
2021-12-08 15:13:00, 506 ნახვა
პოლიტიკა
„თბილისი პრაიდი“ პარლამენტს მოუწოდებს, 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისია შექმნან
„თბილისი პრაიდი“ პარლამენტს მოუწოდებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან. გარდა ამისა, სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, ხელი შეუშალონ საქართველოში ღიად ძალადობრივი და ანტი-სახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელმა ალტ-ინფომ და მისმა მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირეს. მათ მიერ წახალისებული ძალადობის შედეგად კი ათობით ჟურნალისტს თავს დაესხნენ და სცემეს, თავდასხმიდან რამდენიმე დღეში კი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი დანაშაულების დაუსჯელობა, ძალადობის ირიბი წახალისება, და ბოლოს, მათი პარტიად რეგისტრაცია - არის უდიდესი ჩავარდნა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში "ალტ-ინფო ღიად აცხადებს თავისი პრორუსული ორიენტაციის შესახებ. ალტ-ინფოს ლიდერების ამბობენ, რომ "საქართველოს არ აქვს არანაირი ევროპული მომავალი" და რომ "არ ღირს ოკუპაციის დემონიზება". საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მათ წარმოუდგენიათ რუსეთთან დიალოგით, და მიესალმებიან რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოში. ასევე, ალტ-ინფოს ღია მხარდამჭერია კრემლთან დაახლოებული რუსი ულტრანაციონალისტი ფიგურა, ალექსანდრ დუგინი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალტ-ინფო საქართველოში რუსეთის იმპერიული ინტერესების ერთ-ერთი სახეა. ალტ-ინფო აცხადებს, რომ მათი მიზანია ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თუმცა ისინი თავად წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოსთვის - ერთი მხრივ, როგორც ულტრამემარჯვენე ძალადობრივ-ექსტრემისტული ჯგუფი და მეორე მხრივ, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ჩვენ მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მიმართ სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების მიერ გატარებული პოლიტიკა - ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციისა და ძალადობრივის ექსტრემიზმის პრევენციის პოლიტიკის არარსებობა, მათი დანაშაულების დაუსჯელობა, ძალადობის ირიბი წახალისება, და ბოლოს, მათი პარტიად რეგისტრაცია - არის უდიდესი ჩავარდნა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების სფეროში", – ვკითხულობთ განცხადებაში.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)