11:16 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 12:53:27, 685 ნახვა

საზოგადოება
სელექტიური კონტრაქტირების საკითხთან დაკავშირებით, ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინორმაციით, სამედიცინო სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო დაწესებულებების  წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, მხარეებმა ის პრინციპები და კრიტერიუმები განიხილეს, რომლებიც შესაძლოა სელექტიური კონტრაქტირებისთვის იქნას გამოყენებული. 

მათივე ინფორმაციით, სელექტიური კონტრაქიტრება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც  მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე არიან ორიენტირებულნი.

მინისტრის პირველი მოადგილის  თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება საწოლფონდის საჭირო მოცულობა,  ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები.
გარდა ამისა,  გათვალისწინებული იქნება კლინიკების  მონაწილეობა სამედიცინო საუნივერსიტეტო განათლების პროგრამებში, კერძოდ,  COVID- 19-ის შემთხვევების მართვა  და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პროცესი.

სელექტიურ კონტრაქიტრებას  სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებიც მიესალმებიან და ამბობენ, რომ ამით ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
სელექტიური კონტრაქტირების პრინციპი საერთაშორისო აკრედიტაციის წახალისებასაც ითვალისწინებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics