|
2021-12-08 02:20:23, 601 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - უკრაინასთან ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ზომებით უპასუხებენ
თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. "პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და მკაფიოდ თქვა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და ჩვენი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიური გზების დაბრუნებისკენ მოუწოდა. ორმა პრეზიდენტმა გუნდებს დაავალეს, თვალყური ადევნონ მდგომარეობას და აშშ ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გააკეთებს. პრეზიდენტებმა განიხილეს აშშ-რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, ასევე ერთობლივი მუშაობა რეგიონულ საკითხებზე, როგორიც ირანია". – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)