11:16 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 16:58:43, 571 ნახვა

საზოგადოება
მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაფართოვდება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაფართოვდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით, ჩვენ გავაფართოებთ შესაბამის პროგრამებს, მათ შორის, ონკომედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, სკრინინგის პროგრამას, შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისებს და დავაფინანსებთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიურ კვლევებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის თქმით, საარჩევნო დაპირების შესაბამისად, 2022 წლიდან დაიწყება თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი წლიური ვაუჩერის  გადაცემაც.

„როგორც იცით, ჩემი საარჩევნო დაპირება იყო თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი წლიური ვაუჩერის  გადაცემა. ვაუჩერების გაცემა დაიწყება 2022 წლიდან. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს ვაუჩერი გამოიყენონ წლის განმავლობაში, როგორც მოუხერხდებათ და რა საჭიროებაც ექნებათ. შეუძლიათ, აღნიშნული თანხა მთელი წლის განმავლობაში გამოიყენონ, შეუძლიათ - რამდენიმე თვეზე გაანაწილონ. არანაირი შეზღუდვა არ იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ეს და სხვა მუნიციპალური პროგრამები იქამდე იქნება პრიორიტეტული, ვიდრე დედაქალაქში სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება,  ჯანმრთელობაზე გაღებული დანახარჯები მოქალაქეებს ტვირთად არ დააწვებათ და ღირსეული ცხოვრების პირობები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics