|
2021-12-07 14:08:59, 519 ნახვა
საზოგადოება
Mastercard-ით გადახდისას „ბილაინის“ აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. ინფორმაციას "ბილაინი" ავრცელებს. მათი ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე დაიბრუნებენ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ ბილაინის აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ MyBeeline App-ით და Mastercard-ის ქართული ბარათით. გადახდილი თანხის 50%-ის დასაბრუნებლად, საჭიროა ბარათი დამახსოვრებული იყოს აპლიკაციაში და მისი მეშვეობით მოხდეს ბილაინის ნებისმიერი პაკეტის შეძენა თუ ბალანსის შევსება. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში, თანხის დაბრუნება, ანუ ქეშბექი მოქმედებს ბალანსის ყოველი შევსებისას ან მომსახურების ყოველი აქტივაციისას - ჯამურად მინიმუმ ₾ 1, ხოლო მაქსიმუმ ₾ 500 დახარჯვის შემთხვევაში. გადახდილი თანხის 50%-ის დაბრუნება ბარათზე, ტრანზაქციის განხორციელებიდან 12 საათის განმავლობაში მოხდება. "ბილაინის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს სარგებლიანი მომსახურებები. კომპანია სწრაფად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას და აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე, ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია მათ კომფორტსა და ინტერესებზე", – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)