17:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 10:11:08, 604 ნახვა

საზოგადოება
თბილისში TBILISI METRO FEST გაიხსნა

პირველად, დედაქალაქის მეტრო გალერეად გადაიქცა. 7 და 8 დეკემბერს მგზავრებს სხვადასხვა ტიპის გამოფენების და ინსტალაციების დათვალიერება შეუძლიათ. TBILISI METRO FEST-ს წარმოადგენს ArtUp - Street Gallery.

ფესტივალი სამ მეტროსადგურს მოიცავს - ესაა მარჯანიშვილი, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი. ფესტივალი 6 დეკემბერს გაიხსნა და 8 დეკემბრის 00:00 საათამდე გასტანს.

პროექტში 15 თანამედროვე ქართველი და უცხოელი არტისტი მონაწილეობს: ლევან ამაშუკელი, ნინო ბოსიკაშვილი, თინა ჩერტოვა, Gagosh, ირაკლი (მორე) ლიტვინენკო, მარიამ კაჭარავა, ნიკა ქუთელია, ელენ გლაზოვა, Masholand, BIIMO, მაკა ზედელაშვილი, გიორგი ცქვიტინიძე, NINVELI, ნინო ხუნდაძე და SARI KIMORO CLAN. პროექტის ორგანიზატორია ArtUp - Street Gallery თბილისის მერიის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხარდაჭერით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics