11:35 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 14:55:56, 638 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნულ მედიკამენტებზე თუ საფუძველი იქნება, მოითხოვენ გამოძიების დაწყებას

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა ადვოკატებს არ გვქონდა. - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ემპათიის“ ხელმძღვანელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები ეძლეოდა.

ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ, თუ ექნებათ საფუძველი ამის გამო გამოძიების დაწყება მოითხოვონ, ამას აუცილებლად გააკეთებენ და სტრასბურგის სასამართლოშიც გამოიყენებენ. 

"ჩვენ სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა არ გვქონდა, ბევრჯერ მოვითხოვეთ, რამდენჯერმე გვაქვს ამაზე განცხადება დაწერილი, პასუხი ამაზე სამწუხაროდ არ მიგვიღია, ამიტომ სრული წვდომა არ გვქონდა. პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილისა, ბატონი ნიკა ყიფშიძე, პირველი შეხვედრის დღიდან ითხოვს ფსიქიატრის ჩართულობას, ამას მერე დღევანდელი "ქართული ოცნების" სპიკერებმა მიაბეს თითქოს სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები, თუმცა არა, სწორედ ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო, რომ მას შეეფასებინა პროფესიონალურად დანიშნული მედიკამენტების საჭიროება.

თუ გვექნება საფუძველი, რომ მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, თუ იქნება იქ დარღვევა ადამიანის უფლებების, ცხადია გამოვიყენებთ სტრასბურგში, უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ თუ სამედიცინო მოსაზრება ამას დაადგენს, კონსილიუმის დასკვნები ამას დაადგენენ,  ეს იქნება ძალიან ძლიერი არგუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან დიდი ფასის გადახდის საფუძველი საქართველოს სახელმწიფოსთვის სტრასბურგის სასამართლოში", -  განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics