|
2021-12-05 18:45:45, 641 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთის“, FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, რეგიონებში შეხვედრები დაიწყება
„ლიბერთის“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება. გორში გამართულ პირველ შეხვედრას გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები დაესწრნენ, რომლებიც FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში'' არიან ჩართულნი. მათ „ლიბერთის“ დირექტორის მოადგილემ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ირაკლი აბაშიძემ გააცნო ინფორმაცია ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში გენდერული თანასწორობის როლის, ფინანსურ დაგეგმვასა და იმ საბანკო სერვისებზე, რომელსაც „ლიბერთი“ სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს. „ლიბერთის“ განცხადებით, შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება აამაღლოს გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ. ,,ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის შეხვედრებს განაგრძობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად. ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის", არაერთ სიახლესთან ერთად, ქალების მუდმივ მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას გულისხმობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ლიბერთის ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენებით მათთვის მარტივი მომსახურების შეთავაზება და რეგიონში აგრობიზნესის განვითარებაა" - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ. სოფლად მცხოვრებ ქალებთან ლიბერთის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მორიგი ერთობლივი შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმში გაიმართება.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)