12:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 18:43:49, 650 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთაშორისო პარტნიორებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მიმართა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდისა და დაახლოების გზაზე ჩვენი ქვეყნის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ლელა ჩიქოვანმა არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა ინიციატივის იმპლემენტაციის პროცესში ლიდერი ქვეყნების პრაქტიკული, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა. 

მინისტრის მოადგილემ იმ წარმატეტებსა და პროგრესზეც ისაუბრა, რასაც ქართულმა მხარემ, თავდაცვის ძალებმა ბოლო წლებში ნატოსთან დაახლოების გზაზე მიაღწია. ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა და არსებითი პაკეტის განხორციელების სამმართველოს უფროსმა, ნინო გორგოძემ სტუმრებს 2020-2021 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს და 2022 წლის გეგმები გააცნეს. 

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კაიდო ლაინიარევი, რომელიც საქართველოში საქმიანობას უახლოეს პერიოდში დასსრულებს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ კაიდო ლაინიარევს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხა და წარმატებები უსურვა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics