12:23 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 17:37:04, 719 ნახვა

პოლიტიკა
გული ალასანია სააკაშვილზე - სისტემის ხელშია, იყო უკეთესად, მაგრამ წამების შემდეგ მიდის უკან

ექიმები შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ ვინ აკონტროლებს მათ? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი, უკაცრავად, არ მაქვს ნდობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ნელ-ნელა ისევ უარესდება.

"ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, ეს ხომ იცით ყველამ ხომ? და ახლა,სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეს ჩემი შვილი არის ამ სისტემის ხელში და ყველაფერი რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არ მაქვს. მე არ ვიცი, აქ რომ გადმოიყვანეს რამდენიმე დღე, თითქოს, იყო უკეთესად, ამ გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ, რომ მიდის უკან. ჩემი თვალით, მე ახალა ექიმი არ ვარ, იმ ანალიზებს არ ვნახულობ და ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი. ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა.

მანამდე არ იღებდა და ახლა მე არ ვარ დარწმუნებული. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივიაღლა, ეს არ არის ჩვეულებრივი ნერვიულობა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ რა ფორმით ხდება ამის მიღება მე არ ვიცი.

კითხვის ნიშნებს ნამდვილად მიჩენს, მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ მე არაფრის გარანტია არ ამქვს. ის კი არა, რომ ექიმების მიმართ არ მაქვს ნდობა, ექიმები შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას მაგალითად, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი, უკაცრავად, არ მაქვს ნდობა",- განაცხადა გიული ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რამდენიმე კვირაში შსს-ში შეიქმნება სამმართველო მოქალაქეთა ტოტალური კონტროლისთვის
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics