12:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 16:38:04, 647 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების Silk Road Wines და Emerald Vines Media წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების Silk Road Wines და Emerald Vines Media წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ექსპორტის პოტენციალის და პოპულარიზაციის საკითხი განიხილეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ამერიკული კომპანიის Silk Road Wines დამფუძნებელი იანიკ არაკელოვი ესწრებოდნენ.

მათი განმარტებით, ამერიკული კომპანიის Emerald Vines Media პრეზიდენტმა, ესმერალდა სტრუიკმა პრეზენტაცია წარადგინა, რომელშიც ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები და მიზნები იყო განხილული.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენლებს ქართული ღვინით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტრომ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ქართული ღვინის მწარმოებლებთან აქტიური თანამშრომლობით, შეძლო, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი, კონკურენტუნარიანობა და ცნობადობა გაზრდილიყო.

„ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას უკეთებს დეგუსტაციებს, კონკურსებს, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებს, გამოფენების და მედიატურების ჩატარებას, რათა ქართული ღვინის სექტორის განვითარებას შეუწყოს ხელი. ქართული ღვინის ექსპორტი და მასზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კომუნიკაციას და თანამშრომლობას ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics