|
2021-12-04 14:56:05, 956 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის უზენაემა სასამართლომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბოლსონარუს განცხადებაზე გამოძიება დაიწყო
ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო. სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლირების დროს გაკეთებული ყალბი განცხადების გამო ბოლსონარუს Facebook-სა და Youtube-ზე დროებით წვდომაც შეუზღუდეს. პრეზიდენტი ბოლსონარო ხშირად აყენებს ეჭვს ვაქცინების ეფექტურობას. რომელიც მტკიცებდა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინამ შეიძლება გაზარდოს შიდსით დაინფიცირების შანსი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრ დე მორაესმა თქვა, რომ ბოლსონარუმ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის მასობრივად გავრცელების მეთოდები გამოიყენა, რაც შემდგომ გამოძიებას მოითხოვს. დე მორაესმა ბრაზილიის მთავარ პროკურორს დაავალა, დაედგინა დაკავშირებულია თუ არა პრეზიდენტის კომენტარები მის მხარდამჭერებთან, რომელთა მიმართაც ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ყალბი ამბების შექმნის საქმეზე. ბატონი ბოლსონარო ამტკიცებს, რომ ის "აბსოლუტურად არაფერშია დამნაშავე". გამოძიების ფარგლებში დაკავებულ პრეზიდენტის რამდენიმე მოკავშირე დააკავეს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბოლსონარუ არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს, რამაც მისი პოპულარობა შეამცირა. ოქტომბერში ბრაზილიელმა სენატორებმა პანდემიის დროს ბოლსონარუს არასათანადო ქმედებების გამო მისთვის ბრალის წარდგენაც კი მოითხოვეს. სენატის სპეციალურმა საგამოძიებო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშს, რომელშიც ბრალის წარდგენაზეა საუბარი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)