21:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-04 10:00:44, 826 ნახვა

რეგიონი
კასპში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

კასპში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების მიღებას  საკუთარი ქალაქიდან გაუსვლელად ადგილზე შეძლებენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რიგით 88-ე საზოგადოებრივი ცენტრი კასპში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან და კასპის მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან ერთად გახსნა.

მათივე ინფორმაციით, ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. მომსახურების სივრცე 308 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს 200-ზე მეტ სერვისს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით აწვდის. ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.

ამასთან, კასპის საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.

ცნობითვის, საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. ბიუროს ახალი ოფისი ქართლის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics