12:14 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 17:13:32, 1494 ნახვა

საზოგადოება
GITA - ს მხარდაჭერით, DataFest Tbilisi 2021 ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება

ოთხი წარმატებული გამოშვების შემდეგ, GITA - ს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ფესტივალს დაესწრონ, სურვილის შესაბამისად, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში.

DataFest Tbilisi 2021 შეკრებს მონაცემებზე მომუშავე  პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან - ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ტრადიციული სამი დღის ნაცვლად, DataFest Tbilisi წელს ხუთ დღეს გაგრძელდება და 7-11 დეკემბერს ჩატარდება. ფესტივალი გააერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოფებსა და დატატონებს.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში DataFest Tbilisi-ზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აუდიტორიას მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა გაუზიარა. ფესტივალი წელსაც არ არღვევს ამ ტრადიციას  და მასპინძლობს ისეთ გამორჩეილ სპიკერებსა და ტრენერებს, როგორებიც არიან: ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი - შანა ჯონსი, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი - შოთა ელკანიშვილი, ნეიროინფორმატიკის ინსტიტუტის მკვლევარი - არსლან გაბდულხაკოვი, საქართველოს ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი - ნიკა მამისაშვილი და სხვა. 

 ფესტივალის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაცია მკაცრად იქნება დაცული. აქედან გამომდინარე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანი შეძლებს ფესტივალზე დასწრებას ფიზიკურ სივრცეში. დანარჩენი მონაწილეები კი ფესტივალს ონლაინ შეუერთდებიან.

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/DataFest

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი.

ღონისძიების პარტნიორები არიან:  საქართველოს ბანკი, გრანთ თორნთონი, ევროკავშირი საქართველოსთვის, Eastern Partnership Civil Society Facility, UNDP Accelerator Labs და თბილისის მერია.

ფესტივალის მხარდამჭერები: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED), ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), Terminal, Zinc Network.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics