06:31 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 16:33:38, 6835 ნახვა

კულტურა
აჭარა ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IBTM 2021" მიმდინარეობდა. 

მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წარადგინა. გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საკონვენციო ბიუროსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხევდრები გამართეს მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. საერთაშორისო გამოფენაში 140-ზე მეტი ქვეყანა და 3000-ზე მეტი მიმართულება მონაწილეობდა. გამოფენას ტურიზმის სფეროს 15,000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics