13:34 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 18:19:10, 891 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი, აღიარებდა აფხაზეთს?!

ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აღიარებდა აფხაზეთს?!. - ასე შეაფასა კობახიძემ სააკაშვილის განცხადება სადაც მან თქვა, რომ სახელმწიფოს ფული დაიხარჯა, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ლეგიტიმაცია.

„ამისთვის აფინანსებდა შვილის სკოლის ხარჯებს? კოსტიუმები და პიჯაკები მაგიტომ იყიდა? ბოტოქსი მაგიტომ დასჭირდა?! ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აღიარებდა აფხაზეთს?!“. - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან კობახიძე აღნიშნავს, რომ პიჯაკების საქმეში უმძიმესი კორუფციული დანაშაულებია.

„ე.წ. პიჯაკების საქმეში უმძიმესი კორუფციული დანაშაულებია. მათ შორის, წავიკითხე, რომ ის შვილთან დაკავშირებით საუბრობდა და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ნიჭიერია. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზეც“,- აღნიშნავს კობახიძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics