|
2021-12-02 10:01:07, 469 ნახვა
საზოგადოება
ფურცელაძის N16-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ფურცელაძის N16–ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაასრულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. კახა კალაძის თქმით, არა მარტო შენობა რეაბილიტირდა, არამედ გარემონტდა საცხოვრებელი ფართებიც. „ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც იყო ავარიულ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, დანგრეული. რეაბილიტაციის დროს ჩამოინგრა, ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო. რეაბილიტაციის შედეგად შენობა მთლიანად განახლდა, აღდგა ჩამონგრეული ნაწილიც. ამ პროექტის ფარგლებში, არა მარტო რეაბილიტირებული შენობა, არამედ გარემონტებული ბინები დაუბრუნდა იქ მცხოვრებლებს. ოთხი ოჯახი უკვე შესახლებულია და ცხოვრობს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ზოგადად, ორბელიანის მოედანი განახლებული და მოწესრიგებულია, ახლა ამ ყველაფერს ჭირდება მოვლა-პატრონობა. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროგრამის ფარგლებში ძველ თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მომდევნო წლებში საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის წესების დაცვით, ავარიული შენობის ორივე ბლოკი დაიშალა და ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა. შეიცვალა სახურავი, გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი, წყალარინების, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და გაზმომარაგების სისტემა, მოეწყო ახალი კარ–ფანჯარა. ისტორიული შენობის ფასადის ერთი ნაწილი შენარჩუნდა და აღდგა პირვანდელი სახით, ასევე, განხორციელდა შიდა ფართების სარემონტო, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. დედაქალაქის მერთან ერთად ფურცელაძის N16-ში იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჯღარკავა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)