2021-12-02 09:43:14, 745 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში უკვე მიიყვანეს - თანხების გაფლანგვის საქმეზე პროცესი 11:00 საათზე დაიწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, თანხების გაფლანგვის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული, ექს-პრეზიდენტი პენიტენციურ სამსახურის მანქანამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან სასამართლოში უკვე მიიყვანა.
ცნობისთვის, პროკურატურა ექს–პრეზიდენტს და მასთან ერთად ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,