21:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 12:52:02, 860 ნახვა

რეგიონი
კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

კასპში  ჯორჯიაშვილის ქუჩის  რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ქუჩა ლესელიძის ქუჩის მიმდებარეა, სადაც კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების გარდა  მრავალსართულიანი კორპუსებიცაა ანუ მჭიდრო დასახლებაა.

მათივე ინფორმაციით, ქუჩაზე ამჟამად წინა მოსამზადებელი,  საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯორჯიაშვილის ქუჩა ერთერთი მათგანია, რომელიც 4 ქუჩასთან ერთად რეაბილიტირდება.

ქუჩის რეაბილიტაციის ღირებულება 169 831 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ქუჩის მოსახლეობა კმაყოფილია პროექტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული ქუჩა მოუწყობელი და გადაადგილებისთვის   პრობლემური იყო. მალე მათ კომფორტული ქუჩით სარგებლობა შეეძლებათ. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ქისიშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics