|
2021-12-01 11:18:57, 439 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძესა და უნგრეთის რესპუბლიკის ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და უნგრეთის რესპუბლიკის ელჩს ანა მარია სიკოს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ანა მარია სიკოს განცხადებით ქვეყნებს შორის მოხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება: "გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომდევნო წლებშიც აქტიურად გაგრძელდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია უნგრეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში, დარწმუნებული ვარ მინისტრებს შორის ძალიან სასარგებლო შეხვედრა გაიმართება და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავება. მოხდება ჩვენს მიერ ევროპაში, ევროკავშირში, ჯანდაცვის, განათლების და სოციალური დაცვის სფეროებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და მისი საქართველოში დანერგვა. აღნიშნული მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირის წევრობის გზაზე, რისი დიდი მხარდამჭერებიც ვართ.” შეხვედრაზე საუბარი შეეხო შრომითი მიგრაციის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს, დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარებას, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობებს ასევე, სოციალური დაცვის პოლიტიკას და სოციალური კოდექსის შემუშავების საკითხებს. ხაზი გაესვა დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებითა და სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხსაც. COVID-19 პანდემია იყო ასევე, ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც მხარეებმა ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, COVID-19 პანდემიის პერიოდში საქართველოსა და უნგრეთს შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდა. ეკატერინე ტიკარაძემ უნგრეთის მთავრობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კერძოდ, ვიშეგარდის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სამედიცინო ჰოლდინგისთვის შეძენილი იქნა ჟანგბადის 55 კონცენტრატორი, რაც სახელმწიფო კლინიკებში კოვიდის ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვანი რესურსია. ასევე, აღსანიშნავია ფონდის მხარდაჭერა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში, სოფლის ამბულატორიებისთვის კომპიუტერული ტექნიქიკის გადაცემა,სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა. უნგრეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებოდა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)